ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
24-11-2023
ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჯერად, დაწყებითი კლასების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „გავაცილოთ შემოდგომა“ ჩატარდა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს ჩანახატები, იმღერეს და იცეკვეს.
გარდა ამისა, საშემოდგომო ნობათის გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, წელიწადის ოქროსფერს სეზონზე ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს