„ვემშვიდობებით შემოდგომას“- საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ახალბედისეულის საჯარო სკოლაში
24-11-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ll- lV კლასებში ქართულ ენასა და მუსიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო - „ვემშვიდობებით შემოდგომას“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შემოდგომის კუთხე საკუთარი ხელით მოაწყვეს.
გარდა ამისა, სკოლაში ნასწავლი ლექსები წაიკითხეს, სცენარი დადგეს და საშემოდგომო სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს