ქიძინიძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლუკა გოგიტიძე საზღვაო აკადემიაში დაფინანსებით სწავლობს
24-11-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლის კურსდამთავრებულები მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი კურსდამთავრებულის ლუკა გოგიტიძის წარმატებით ხარობენ, მან საზღვაო აკადემიაში, ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩააბარა და 50-ანი გრანტი დაიმსახურა.

„სკოლა უზრუნვეყოფილია ყველანაირად. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადებში, კონკურსებში და სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203