საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კურსდამთავრებულის - დემეტრე ჩხაიძის წარმატებით ამაყობენ
24-11-2023

საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორისაა დემეტრე ჩხაიძე, რომლის მიღწევასაც სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს.

დემეტრე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერია, ის აკადემიაში ნაწარჩინებული სწავლით გამოირჩევა და იმ ორ იუნკერს შორის მოხვდა, რომლებმაც შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს.

მიწეული წარმატებისთვის კი, დემეტრე 10 დღით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნავალის საზღვაო აკადემიაში, კონფერენციაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. 

გიმნაზიის დირექცია ულოცავს დემეტრე ჩხაიძეს ამ დიდ აღიარებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და თავდაცვის სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება. 

სკოლაში, ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და უხარიათ, რომ დემეტრეს აღზრდაში გიმნაზიამ დიდი როლი ითამაშა. 

სკოლა ასევე გვიზიარებს დემეტრე ჩხაიძის ფოტოს, რომელიც გადაღებულია ნავალის აკადემიის ადმირალთან ერთად.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203