
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ქართული კულტურისა და ხელოვნების გაცნობას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში პროექტი - „კინო სკოლაში“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან და ნახავენ ქართულ ფილმებს, ეზიარებიან ქართველი რეჟისორების შემოქმედებასა და მსახიობთა ოსტატობას.
ბავშვები იხილავენ, ქართული კულტურის იმ შემოქმედებასა და უკვდავყოფილ როლებს, რომლებიც საუკუნოდ დარჩება ქვეყნის მატიანეს.
აღსანიშნავია, რომ ყოველი ფილმის ნახვის შემდეგ, მოეწყობა დისკუსია, მოსწავლეები დაამზადებენ აფიშებს და ერთმანეთს თავიანთ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: