ჟოშხის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მათე ავეტიანცმა ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართა
24-11-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.

ამჯერად, არაფორმალური განათლების კუთხით, პრეზენტაცია გაიმართა, რომლის თემაც ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა იყო. სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია VII კლასის მოსწავლე მათე ავეტიანცმა წარადგინა. მან საინტერესოდ ისაუბრა, შესაძლებლობები გამოავლინა და დრო ნაყოფიერად გაატარა. 

მოსწავლეებმა, პრეზენტაციის შემდეგ, აღნიშნული თემის შესახებ ერთმანეთს მოსაზრებები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს. აღნიშნული აქტივობის ფასილიტატორი ბიოლოგიის პედაგოგი მაია ფხაკაძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203