პირველი ობჩის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
24-11-2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლების ლამარა გოცირიძის, მარინა გელხვიძის, პირველი კლასის პედაგოგის - ლია გურულის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, შემოდგომის ნობათით იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203