„ჯანსაღი ცხროვრების წესი“- გომის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ ღონისძიება ტარდება.
ამჯერად, მე-2 კლასში, პედაგოგ ხათუნა ამაღლობლის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჯანსაღი ცხროვრების წესი“, წარმატებით განხორციელდა. პროექტის მიზანი, ამ მიმართულებით, მოზარდი თაობის ცნობირების ამაღლება იყო. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა გაიაზრეს არაჯანსაღად ცხოვრების რისკები, დაიწყეს სწორად კვება და სწორი დღის რეჟიმის მისდევენ.
გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე, ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო. შემდეგ მსმენელები ჯგუფებად დაიყვნენ, ისაუბრეს თუ რა გაიგეს ახალი და დასახეს მიზნები, როგორ გაუზიარონ მიღებული ინფორმაცია თანატოლებს.
მოსწავლეები სკოლის ექთანს შეხვდნენ და რეკომენდაციები უშუალოდ პროფესიონალი ადამიანისგან მიიღეს, მოისმინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მარკეტს ესტუმრნენ, სადაც მათ პედაგოგი ჯანსაღი პროდუქტების შესახებ ესაუბრა.
„თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების წყალობით, ისინი შეძლებენ დროის სწორად ორგანიზებას და მოიმართებიან ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისკენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: