თორიის საჯარო სკოლის მოსწავლე მარია მანუკიანი გრაფიკული დიზაინის კურსებს გაივლის
24-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე მარია მანუკიანია, ის სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრმა, „ფაბლაბ ილიაუნისთან“ ერთად, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მიმართულების ონლაინ კურსებზე მიღება გამოაცხადა. მარია მანუკიანმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდა.
მოსწავლე გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსებს გაივლის. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს