ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ტანსაცმლის ესკიზები შექმნეს
24-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მეორე კლასში ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემაც იყო „ტანსაცმელი“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ტანსაცმლის ესკიზები შექმნეს და აღნიშნულ თემაზე პოსტერი მოამზადეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს, ტანსაცმლის სახეებზე, ვის რა ტანსაცმელი ეცვა. გაკვეთილს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203