THIS IS US- ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
24-11-2023
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-7 კლასში მინი პროექტ-გაკვეთილი  - THIS IS US - „ჩვენ“, გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდიანარეობაში აქტიურად ჩაერთნენ. მათ პოსტერები ინგლისურ ენაზე მოამზადეს და წარადგინეს ინფომრაცია ერთმანეთის შესახებ, საერთო ინტერესების, მიზნების, საყვარელი საქმიანობის და ყველა იმ მაკავშირებელი ძაფის შესახებ, რაც მათ ერთ მთლინობად აქცევს.

მოსწავლეებმა პროექტში ჩართეს სასიამოვნო მოგონებები ერთად გატარებული წლების, ბედნიერი თუ წარუმატებელი დღეების შესახებ. ნაშრომები საკუთრი და საერთო ფოტოებით გაამდიდრეს.

როგორც სკოლში ამბობენ, მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინეს, ჩამოუყალიბდათ და განუვითარდათ ემპათიის გრძნობა და სიკეთის კეთების სურვილი, რაც თავისთავად უწყობს ხელს ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას.

„მინი პროექტი საგაკვეთილო პროცესის აქტიურ ნაწილად იქცა. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის სასაუბრო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, განვლილი ლექსიკური და გრამატიკული მასალის განმტკიცება-გააქტიურებაში, რაც მთავარია, ემსახურება გუნდურობას. ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას, მეგობრების მიმართ, სკოლის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას, გაზრდის სწავლის მოტივაციას, დაეხმარება მათი ინტელექტის ზრდას, ისინი ჩამოყალიბდებიან შემოქმედ ადამიანებად, რომლებიც თავად შეძლებენ, შექმნან ღირებულებები, ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებელ და აქტიურ მოქალაქეებად.
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს!
მადლობა, პედაგოგ მარიტა გვეტაძეს, რომელიც ხასიათდება საინტერესო გაკვეთილებით, საქმისადმი მაღალი პროფესიული და ანალიტიკური მიდგომებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203