საშემოდგომო ჟრიამული და შთამბეჭდავი სანახაობა განძის N2 საჯარო სკოლაში
24-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ მოაწყვეს. 

მე-4 კლასის მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, თემატურ კოსტიუმებში შეიმოსნენ, სასკოლო სივრცე საშემოდგომო ნუგბარით გააფორმეს და დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს. 

ამღერებული და აცეკვებული მოსწავლეები, ომახიანად აჟღერებული ლექსები და სადღესასწაულო განწყობა - ასეთი იყო საშემოდგომო ღონისძიება განძის N2 საჯარო სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონიძიებას პედაგოგი ს. ღარიბიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203