
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში საშემოდგომო განწყობა და დიდი ჟრიამულია.
მე-3, მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეების ჩართულობით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.
თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ სასწავლო სივრცეში შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„შემოდგომის სილამაზე და სურნელი სხვანაირად დატრიალდა 16 ნოემბერს სკოლაში“ - ასე აფასებენ საშემოდგომო ღონისძიება სკოლაში.
ღონისძიებას პედაგოგები: ა.ბადიშიანი და ლ. გალოიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: