ძიუდოს ოლიმპიადიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მერვეკლასელ თომა ყუფარაძეს ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
24-11-2023

ქუთაისის N40 საჯაროს მე-8 კლასის მოსწავლე თომა ყუფარაძემ ძიუდოში, სპორტულ ოლიმპიადზე წარმატებით იასპარეზა. 

ლუხუმ ჩხვიმიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2010 - 2011 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, 8 ოქტომბერს, ზუგდიდში ჩატარდა. 

ტურნირში თომამ 66 კგ წონით კატეგორიაში, მოიგო სამი ბრძოლა და დაიკავა 1-ელი ადგილი. 

წარმატებულ სპორტსმენს საზეიმო დახვედრა მოუწყეს სკოლაში, კლასელები პლაკატებითა და დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ თომას. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი სალომე საგანელიძე გახლავთ. 

„ვულოცავთ თომას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203