საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შექმნილი აბო თბილელის უბის წიგნაკი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია
24-11-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე- 10 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს.
მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეები გვაშორებს ამ ამბიდან, ქართულის მასწავლებლის, მარინა ტოხიშვილის ძალისხმევით, მოსწავლეებმა სულ სხვა ნარატივით წარმოადგინეს კომპლექსური დავალება.
თავდაპირველად, მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისის ის ტერიტორია, სადაც სიცოცხლის ბოლო ეპიზოდი გაატარა აბო თბილელმა. ამ ტიპის აქტივობით, კიდევ უფრო მეტად, გაიმდიდრეს წარმოსახვითი ფანტაზია.
იოანე საბანისძის „აბოს წამების“ ტექსტის შესწავლის შემდეგ იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც ითვალისწინებდა აბო თბილელის უბის წიგნაკის შექმნას. უნდა შეერჩიათ რამდენიმე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ეპიზოდი და გადმოეცათ მთავარი გმირის, აბოს, პერსპექტივიდან.
პრეზენტაციამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა შემოქმედებით ნაწილში შესანიშნავად წარმოაჩინეს წინარე ცოდნა და თითოეული დეტალი: გმირის ხასიათი, თვისებებები, უკომპრომისობა, ემპათია, რწმენისთვის თავდადება და სულიერ ფასეულობებზე სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა.
კომპლექსური დავალების ამგვარი შესრულება ნათელყოფს საკლასო სივრცეში მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წარმართულ ცოდნა-გაცნობიერებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს