
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 და ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, ბოლოს კი, ამხანაგური თამაში, გაცნობითა და ახალი მეგობრების შეძენით დასრულდა.
თამაშს ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები: სეთრაკ იგითიანი და გურამი ოქროაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებასა და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: