დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში ახალ პროექტზე მუშაობა დიადი მიზნებითა და გაორმაგებული ენთუზიაზმით დაიწყო
24-11-2023

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლამ, ოფიციალურად დაიწყო მუშაობა სასკოლო პროექტზე -  „საქართველო არის ესე“. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში პირველი ღონისძიებაც ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები და აღსანიშნავია, რომ პროექტი გაგრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ბევრი საინტერესო ღონისძიება, მოეწყობა სხვადასხვა კონკურსი, გაიმართება ვიქტორა, კონფერენციები, გამოფენები, ექსკურსიები და წინ, კიდევ მრავალი თავგადასავლები ელით მოსწავლეებს. 

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, სკოლის სამ წარჩინებულ მოსწავლეს: ლელა ბადურაშვილს, თათია ზითანაშვილსა და მარიამ ჭურჭელაურს, თიანეთის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა (თ.ქუცნაშვილი, დ.გოჯიაშვილი), პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებაში, გადასცეს განათლების სამინისტროს ჯილდო - კომპიუტერი. 

მოსწავლეებმა ჯილდო საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203