„ნერვული სისტემა და მისი დაავადებები“ - წინწყაროს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
24-11-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე საინტერესო და ინფორმაციულ პრეზენტაციებს ხშირად აწყობენ.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის გაკვეთილზე მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე - „ნერვული სისტემა და მისი დაავადებები“.
პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი საინტერესო ნამუშევრები, მოიძიეს ინფორმაცი აღნიშულ თემაზე, იმსჯელეს და საინტერესო დისკუსია გამართეს.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, მათ გაიღრმავეს ცოდნა ნერვული სისტემისა და მის დაავადებებზე, ბოლოს კი აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყვნენ ინფორმირებულები, იცნობდნენ ადამიანის ორგანიზმს და დაიცვან თავი სხვადსხვა დაავადებისგან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ინეზა ხიმშიაშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს