„ბარაქიანი შემოდგომა“ - განთიადის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ფერადი ღონისძიება
24-11-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა დიდი აქტიურობითა და ჩართულობით წარიმართა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“, შესთავაზეს.
ბავშვებმა, დამრიგებელის - ნონა ფარტენაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო წარმოდგენები დადგეს და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა.