შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს 
24-11-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ ფერადი და ბარაქიანია შემოდგომა. 

მოსწავლეებმა წელიწადის ეს ულამაზესი და უმშვენიერესი დრო ლამაზი ღონისძიებით გააცილეს, ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას და ტრადიციულ საშემოდგომო საქმიანობასაც მოჰკიდეს ხელი - ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად მოამზადეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. ბავშვებმა ასევე წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის დამრიგებლები, რომელთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა შემოდგომის ლამაზი დეკორაცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203