თხინვალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა რამდენიმე ათეული წიგნი უსახსოვრეს
24-11-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული მოსწავლეები სწავლობენ.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში წიგნის კვირეული - „საწაულებს მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც ბევრ წიგნს კითხულობენ“, გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ კვირეული გრანდიოზული აქციით დასრულდა, მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას რამდენიმე ათეული წიგნი აჩუქეს.

სკლის დირექტორმა, ნანული ბოლქვაძემ სკოლის თვითმართველობას დიდი მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“. სკოლის ბიბლიოთეკარმა - ირინა გუჯაბიძემ ორგანიზატორებს: ლაშა ბაღიშვილს, გიორგი ხურციძეს, ლიზი ბოლქვაძეს, მარიამ ბოლქვაძეს, არტურ ეფრიკიანს, მია გობრონიძეს და ნინი სეფერთელაძეს მადლობა გადაუხადა. 

„ყოველი კარგი წინგი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს. სწორედაც ახალი სამყარო გადაგვიშალა თხინვალის საჯარო სკოლის თვითმართველობამ. გამოწვევაში აქტიურად ჩაებნენ მოსწავლეები, მასწავლებლები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203