ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება
24-11-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, შემოდგომისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ოფელია პოღოსიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახი, რომელიც შემოდგომის ბაღის მყუდრო კუთხეს ჰგავდა, მორთული იყო ჭრელი ბუჩქითა და ოქროსფერი ფოთლებით.

მონაწილეებმა ისაუბრეს წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნების ცვლილებებზე, მდიდარ მოსავალზე და ოქროსფერი ტყისა და ბაღების სარგებელზე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203