„ანბანი მობრძანდებაო“ - თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, კლასში, დამრიგებელ თალიკო ვახტანგიძის ხელმძღვანელობით, საზეიმო გაკვეთილი - „ანბანი მობრძანდებაო“ ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გამართეს, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერა - „აი ია“ შეასრულეს, ნახატები გააფერადეს და ასო -ბგერები პლასტელინით გამოძერწეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო გაკვეთილზე სკოლის დირექციის წარმომადგენლები და დაწყებითი კათედრის მასწავლებლები მიიწვიეს. პირველკლასელებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: