საქობოს საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საგანამანთლებლო აქტივობები მიეძღვნა
24-11-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგოადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, VII-IX კლასებში თემატური გაკვეთილები ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა სიტუაციური მაგალითი განიხილეს. გარდა ამისა, გამართეს დისკუსია, იმსჯელეს ტოლერანტი ადამიანის თვისებებზე და აღნიშნეს, როგორ შეიძლება ტოლერანტული ქცევის გამომუშავება. მათ თემატური პოსტერები შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს, მათ თემატური პლაკატები დაამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203