მაწიმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის - ნატო ჯავახიას ორგანიზებით, ლაგოდეხში ხელოვნების ბანაკი ჩატარდა
24-11-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
ამჯერად, სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის - ნატო ჯავახიას ორგანიზებით, ლაგოდეხში, „ევროპულ სკოლაში“ 5-დღიანი ხელოვნების ბანაკი (Art camp) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ბგერის პერფორმანსი, სამსახიობო კურსი და ფოტოგრაფიის კურსი გაიარეს.
აღნიშნული კურსის ფარგლებში, გადაიღეს ფილმი, რომლის მთავარ როლებში მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მათე გოგოლაძე, ნინი ჭიტაძე და ნატალი სუყაშვილი იყვნენ. მათ სამსახიობო და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლაში ხელოვნების ბანაკის ორგანიზატორებს, საინტერესო დღეებისთვის მადლობას უხდიან.