თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
24-11-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლების: გიული მიქელაძისა და მზია დუმბაძის ხელმძღვანელობით, საკლასო ღონისძიება ჩაატარეს.

თავდაპირველად, ღონისძიება პედაგოგმა გიული მიქელაძემ გახსნა, რომელმაც წმინდა გიორგის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს მოკლედ გააცნო და ეს დღე მიულოცა. შემდეგ მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმატში შექმნილი პრეზენტაციები წარადგინეს. გარდა ამისა, მათ წმინდა გიორგი დახატეს, მათი ნამუშევრები ბანერზე გამოიფინა. 

„სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, სკოლის პედკოლექტივსა და ჩვენს საზოგადოებას „გიორგობას“. მარად და მუდამ იყოს ტყვეთა განმანთავისუფლებელი და გლახაკთა ხელის აღმპყრობელი წმინდა გიორგი სრულიად საქართველოს მფარველი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203