იელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივითა და მასწავლებელთა მხარდაჭერით, ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
24-11-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად კი, მოსწავლეთა ინიციატივითა და მასწავლებლების მხარდაჭერით, ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, შემოდგომის ნობათით იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს