იელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ციფრული წიგნიერების შესახებ თემში ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვირეული გამართეს
24-11-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
მოსწავლეების ინიციატივით, მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდა. მათ თემსა და სკოლის წარმომადგენლებს ინტერნეტში არსებული საფრთხეები გააცნეს, აუხსნეს როგორ ამოიცნონ ინტერნეტთაღლითები და როგორ დაიცვან თავი მათგან.
გარდა ამისა, მოეწყო მინი დისკუსია, ვიდეორგოლების ჩვენება. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შემდეგ კი კედლის გაზეთი შექმნეს და პრეზენტაცია მოამზადეს.
აღნიშნული პროექტის მიზანი, ციფრული წიგნიერების მიმართულებით, თემში ცნობიერების ამაღლება იყო.
„საზოგადოების ინტერესიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სკოლა კვლავ გეგმავს ამ მიმართულებით ღონისძიებების გაგრძელებას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს