წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში პოეტთა მეფის დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა
24-11-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში პოეტთა მეფის დაბედების დღე იზეიმეს.

გალაკტიონ ტაბიძის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება „ლექსის ჯადოქარი“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები: ელენე ცანავა, ლიზი გედენიძე, საბა ქანთარია, ლიზი ქომეთიანი, ეკატერინე ჟორჟოლიანი, გიორგი კეკუტია, მე-11 კლასის მოსწავლეები: ნია ქობულია, ლუკა კოპალიანი ,მარიამ ობოლაძე, ილია გედენიძე, ფიქრია ვეკუა და მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი თურმანოვი. ნია ქობულიამ წარმოადგინა თამაზ დუდნუასთან ერთად მომზადებული პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხეს გალაკტიონის უკვდავი ლექსები და მოისმინეს პოეტის ხმის აუდიოჩანაწერი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები და მის ლექსებზე შექმნილი ვიდეოკლიპები. 

ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ.

ასევე, მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (მასწავლებელი ფატი თუთბერიძე) ჩატარდა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კლას-საათი თემაზე - „პოეტური სიტყვის გენია“.

მარიამ ლობჟანიძემ ელექტრონულად მოამზადა პოეტის განვლილი ცხოვრებისა და შემოქმედების გზა.

მოსწავლეებმა მოისმინეს ავტორის ხმის აუდიოჩანაწერი, სადაც პოეტი ლექსს - „მთაწმინდის მთვარე“ კითხულობს.  მათ წარმოთქვეს გალაკტიონის უკვდავი ლექსები და წაიკითხეს ოლღა ოკუჯავასადმი მიწერილი პოეტის წერილები.

დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203