მოკაზმული მოსწავლეები და შემოდგომის მრავალფეროვანი დღესასწაული საჩინოს საჯარო სკოლაში
24-11-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში, ამაღლებული განწყობა და საშემოდგომო ჟრიამულია. 

ფერად თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მეორეკლასელებმაშემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით აახმაურეს სკოლის ეზო.

ხალისიანმა მოსწავლეებმა, შემოდგომის ნობათი შეიტანეს სკოლაში, საშემოდგომო, შთამბეჭდავი კუთხე მოაწყვეს და დღე საზეიმო განწყობით გაატარეს.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა დამრიგებლის - ია რიონიძის დახმარებით, თათარაში ამოავლეს ჩურჩხელები, ბოლოს, კი დიდი სიამოვნებით დააგემოვნეს თავიანთი ნახელავი

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203