„მარტოობის მიღმა“ - პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლის ანასტასია თამაზაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა კონკურსზე დიდი მოწონება დაიმსახურა
24-11-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე - ანასტასია თამაზაშვილმა სამწუთიანი ფილმის კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

„ფონდი ტასოს“ ინიციატივით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ფილმების ჩვენება და გამარჯვებული ნამუშევრების ავტორების დაჯილდოება გაიმართა. 

„ფონდი ტასოს“ სპეციალური აღნიშვნა წილად ხვდა კონკურსის 12 წლის მონაწილეს, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს, ანასტასია თამაზაშვილს, რომელმაც გადაიღო ფილმი - „მარტოობის მიღმა“. 

მოსწავლეს, წარმატებული მონაწილეობისა და საინტერესო ფილმის გადაღებისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203