პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრების გმირები გააცოცხლეს
24-11-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის თავგადასავლებით სავსე, ზრაპრულ სამყაროში იმოგზაურეს.
მეშვიდეკლასელებმა, დიდი სიხარულითა და ზარ-ზეიმით აღნიშენს, გამორჩეული მწერლის დაბადების დღე და მას, შთამბეჭდავი ღონისძიება - „გაცოცხლებული პერსონაჟები“, მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა, შვედი მწერლის ზღაპრის გმირები სათანადო კოსტიუმებითა და ციტირებით, შესანიშნავად წარადგინეს.
დღე შთამბეჭდავი, ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.