ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლების და კულტურის ცენტრს დაქვემდებარებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი მოეწყო
24-11-2023
ზუგდიდისა და ცაშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ახალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე, წარმატებულ მომავალსა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს.
ამჯერად, ზუგდიდისა და ცაშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი - „რა? სად? როდის?“, ჩატარდა.
ღონისძიებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აკობია უძღვებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს, გამრჯვებულ გუნდს სიმბოლური პრიზები გადაეცა.
შეხვედრის მეორე სესია შემეცნებით საუბარს დაეთმო, რომლის თემაც მარხვა იყო. მამა იაოანემ მარხვის არსზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს