
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი აქტიურად ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა სულიერ და კულტურულ, ასევე შემოქმედებით განვითარებაზე.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს წარმატებით თექის სახელოსნო „იალაღი“, სადაც ახალგაზრდები თექის დამუშავების ოსტატობას ხალისით ეუფლებიან.
ახლახან, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებულ სახელოსნო სტუმრობდნენ, საზღვრისპირა გამყოფი ხაზის სოფელ ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეები.
ხელოვნების პედაგოგმა, ქალბატონმა - მარინა ქარდავამ მოსწავლე-ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა, თექის დამუშავება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება აუხსნა და სწავლის მეთოდებიც გააცნო.
იხილეთ ფოტო: