ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი მოგზაურობა მათემატიკურ ლაბირინთებში
24-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მოსწრებაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასში ჩატარებული მათემატიკის გაკვეთილი თემაზე - მიწისძვრის შედეგების ანალიზი მიმართულება-სტატისტიკა. გაკვეთილის სამიზნე ცნება გახლდათ - მონაცემთა ანალიზი.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა შეაგროვეს მონაცემები ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწისძვრების სიხშირეზე საქართველოსა და იაპონიაში, წარმოადგინეს მონაცემები ცხრილითა და სვეტოვანი დიაგრამით... იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მიწისძვრის შედეგების ანალიზი და წარმოდგენა, რის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ სად უფრო მოსალოდნელია მიწისძვრა....

სასწავლო პროცესს პედაგოგი რუსუდან ბუკია ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით ანებივრებს. 

„საინტერესოა ასეთი მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები, რომლებიც ზრდიან მოსწავლეთა მოტივაციას, უვითარებენ კრიტიკული აზროვნებისა და დაკვირვების უნარს.... წარმატებები რუსუდან ბუკიას პროფესიულ საქმიანობაში! წარმატებები ჩემს მე-7 კლასს მათემატიკურ ლაბირინთებში... “,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203