
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“, მოეწყო.
ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა გამართეს და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
საგანგებოდ მოკაზმულმა პატარებმა, ფერადი ბუშტებითა და საშემოდგომო ნუგბარით მოირთულ საკლასო ოთახში, შთამბეჭდავი ნომრები დადგეს და დღე დიდი ზარ-ზეიმით გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ცოდნა, თუ რა მოვლენებით არის დატვირთული წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო.
აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ნამუშევრები შექმნეს და საკლასო ოთახი გაამრავალფეროვნეს.
იხილეთ ფოტოები: