„კარტოფილის კერძები სამცხე-ჯავახეთში“ - შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი
24-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოწაფეები კი საინტერესო შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან. 

ამჯერად, შავღელეს საჯარო სკოლის მეექვსე კლასმა წარმოადგინა კომპლექსური დავალება ისტორიაში თემაზე - „კარტოფილის კერძები სამცხე-ჯავახეთში“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, შექმნეს ნახატები და პრეზენტაციები, ასევე, მოამზადეს კარტოფილის სხვადასხვა კერძი.

აღნიშნულ კომპლექსურ დავალებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.

კომპლექსურ დავალებას ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი ქეთო ტარიელაძე, რომელიც მოსწავლეებს აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203