
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოადგინეს.
ხარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა - მზიანა ზოიძემ სკოლის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩაატარა ღონისძიება - „შემოდგომის მუზეუმი“.
მოსწავლეებმა მუზეუმში განალაგეს შემოდგომის ნობათი, წაიკითხეს ლექსები და სიმღერები.
მოსწავლეებმა ინგლისურად ისაუბრეს ბარაქიან შემოდგომაზე, მის სიმშვენიერეზე. ინგლისურად დაასახელეს ბოსტნეულის და ხილის სახელწოდებები.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
იხილეთ ფოტოები: