დაბა შუახევის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა სიურპრიზი მასწავლებელს 
24-11-2023
დაბა შუახევის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მათ ღვაწლსა და შრომას კი სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი და რაც მთავარია, მოსწავლეები აფასებენ. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ შორენა კეჟერაძეს სიურპრიზი მოუწყვეს. 

მეექვსეკლასელები სკოლის მოსწავლეებში პოპულარულ ტრენდს მიჰყვნენ, მასწავლებელს ყვავილები ორიგინალურად მიართვეს და პედაგოგი ძალიან გაახარეს. 

„ჩემი მომავალი ნიჭიერი თაობა. მიყვარხართ და ულევ წარმატებას გისურვებთ. თქვენით მიხარია ყოველი დღე, ჩემო ხალისიანებო და მეტად ყურადღებიანებო“,- წერს შორენა კეჟერაძე. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე: 

ვიდეო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203