სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ურთიერთგაცნობისა და თანამშრომლობის მიზნით, მოსწავლეები კოლეჯში - „აისი“ იმყოფებოდნენ. მათ გარემო - კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თეორიული სწავლების აუდიტორიები, ლაბორატორიები, სახელოსნოები დაათვალიერს, სხვადასხვა პროფესიის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გასვლითმა ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, სკოლაში კოლეჯის თანამშრომლებს მადლობას უხდიან.
„მადლობა კოლეჯის თანამშრომლებს, თბილი მიღებისა და პატივისცემისათვის, განსაკუთრებით, უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარ გეთიაშვილს, რომელმაც დაგვათვალიერებინა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თეორიული სწავლების აუდიტორიები, ლაბორატორიები, სახელოსნოები. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დღე დააფიქრებს ჩვენს მოსწავლეებს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, დაეხმარებათ მათ პროფესიის შერჩევაში, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათ კარიერულ წინსვლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: