აკეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ 
22-11-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ განათლებასთან ერთად კაცთმოყვარობას ასწავლიან და როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად, აკეთის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ტოლერანტული ღირებულებების ჩამოყალიბება.

ღონისძიება მე-11 კლასის აქტიური მონაწილეობით წარიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლეილა გოგელია.


მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და კითხვები ტოლერანტობზე, მონიტორზე გამოტანილი ქვიზების საშუალებით კარგად გამოავლინეს საკუთარი ცოდნა წარმოაჩინეს თუ რამდენად ტოლერანტები არიან. ასევე გაიმართა საინტერესო თემატური ფილმის ჩვენება, რომელსაც დისკუსია მოჰყვა.  მოსწავლეებმა ისაუბრეს ტოლერანტობაზე, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, ასევე შექმნეს ვიდეორგოლი, ნახატები, ბუკლეტები და სლოგანი -„ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“.

გარდა ამისა მოეწყო ნახატების კონკურსი. გამარჯვებული ნახატების ავტორები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203