სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კოჭლამაზაშვილი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდა
22-11-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლა უკვე მეოთხე წელია, რაც ჩართულია პროექტში - „დებატები უკეთესი განათლებისთვის სკოლებში“. მას დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
ამჯერად, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ჩაატარა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იმ სკოლის დირექტორებთან, სადაც დებატების კლუბები ფუნქციონირებს. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში“ გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორი - ლალი კოჭლამაზაშვილი მიიწვიეს.
„შეხვედრაზე დებატების ტექნიკის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებული მსჯელობასა და სხვა საჭირო უნარებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის გუნდს მომავალ საგანმანათლებლო საქმიანობებში“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს