ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
22-11-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ხორციელდება. ამჯერად, მაკა ხინთიბიძის სადამრიგებლო - მე-6ზ კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ბათუმის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. აქტივობაში თითოეული ადამიანი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა ბენეფიციარებთან დრო სასიამოვნოდ გაატარეს და დღე გაულამაზეს. მათ სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, იცეკვეს, ხანდაზმულებს საჩუქრები მიუტანეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ვიზიტის მიზანი ემპათიის უნარის განვითარება, სიკეთის კეთების სწავლა და ხანდაზმულების გულის გათბობა იყო. მე-6ზ კლასის სლოგანია: იყავი კეთილი!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს