ქვედა საზანოს N2 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ღვინის მარანს ესტუმრნენ
22-11-2023
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება ხორციელდება. 

ამჯერად, მეშვიდე კლასში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, პროექტი - „ქართული ხორბლის ჯიშების ისტორია, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში და ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები“, ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები საზანოს ღვინის მარანში იმყოფებოდნენ, სადაც გაკვეთილზე მიღბული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. ისინი პურისა და იმერული ხაჭაპურის გამოცხობასა და ჩურჩხელის დამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. 

მარნის მეღვინემ მოსწავლეებს ღვინის ქართულად და ევროპულად დაყენების წესები გააცნო. ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატრეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია ბმულზე: 

პრეზენტაცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203