ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები და დიდი ზეიმი წნორის N1 საჯარო სკოლაში
22-11-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს. 

ბავშვებმა, მხატვრულად წაიკითხეს შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები, წარმოთქვეს სადღეგრძელო-სადიდებლები, იმღერეს და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების ბოლოს კი, მშობლების დახმარებით ჩურჩხელებიც ამოავლეს.

„გვიანი შემოდგომის სასიამოვნო მზე უსხივოსნებდა პატარებს გაცისკროვნებულ სახეებს“, -  ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეთა შთამბეჭდავ ღონისძიებას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203