ბეჩოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
22-11-2023
ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, შემოქმედებითი და მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგების ორგანიზებით, მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
კონკურსის შედეგად, გამარჯვებულიც გამოვლინდა, ამ წარმატებას IV კლასის მოსწავლე ელენე გურჩიანმა მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს