თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ
22-11-2023
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ინტელექტუალური კონკურსის პირველ ეტაპში მოსწვლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს. მეორე ეტაპზე კი მოსწავლეები: გვანცა ბროევი, გვანცა კენჭოშვილი, საბა წულუკიძე, ნიკა აბრამიშვილი და ანი გრიშიკაშვილი გადავიდნენ.
სკოლაში თითოეული მოსწავლით ამაყობენ, მათ სასკოლო საზოგადოება და „ეტალონი პედაგოგი“ ზეინაბ კაკალაშვილი წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს