მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები გამოფენა-პიკნიკში მონაწილეობდნენ
24-11-2023

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებით ინიციატივებში. 

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების: თეონა ბენდიანიშვილის და ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობით, გამოფენა-პიკნიკში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თემატური გამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე მოსწავლეებისთვის მრავალმხრივ საინტერესო იყო. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.

სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზონ და შეუქმნან შედეგზე ორიენტირებული, საინტერესო სივრცე განათლების მისაღებად. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203