
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის გუნდებმა მუნიციპალურ სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებით იასპარეზეს.
მუნიციპალური თამაშები მძლეოსნობაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა.
გეზრბენში ერთმანეთს გოგონათა და ვაჟთა გუნდები დაუპირისპირდნენ.
ვაჟთა შორის II საპრიზო ადგილი და გოგონათა შორის I საპრიზო ადგილი დაიკავეს, სწოედ ვაქირის საჯარო სკოლის გუნდებმა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, მათი წარმატებით განსაკუთრებით გახარებულნი არიან სპორტის პედაგოგები: თამარ ელაშვილი და ქეთევან ბეგიაშვილი.
„გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: