მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
27-11-2023

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.

ლამაზად მოეწყო სკოლის ერთ-ერთი კუთხე. სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - ნინო წიკლაურმა საშემოდგომო კუთხის დახმარებით წარმოადგინა თუ რაოდენ ფერადი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პირველკლასელმა მოსწავლეებმა (მასწავლებელი: ლია ჩიტიაშვილი) წარმოთქვეს ლექსები, სკოლის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა (ხელმძღვანელი: დავით გაჩეჩილაძე) შეასრულეს ხალხური სიმღერები, ხალხური რეწვის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი: ლალი სადაღაშვილი) გამოფინეს ნამუშევრები. ბოლოს თათარაც ათუხთუხდა, პატარებმა კი ჩურჩხელები ამოავლეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203